მწერალთა სახლში ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა პოეტის დაჯილდოება გაიმართა. გამოცხადებულ კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო. ჟიურიმ კონკურსანტების მიერ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი, ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ლექსები შეაფასა. გამარჯვებულს 3 000 ლარის ოდენობით პრემია, სიგელი და ასევე ლადო ასათიანის მედალი გადაეცა, რომელიც ცნობილმა ქართველი მოქანდაკემ, გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაამზადა. ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება „ქართულმა“ წელს 16 აგვისტოს დააარსა და ის ახალგაზრდა პოეტებისთვის არის განკუთვნილი.