საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი. წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა. გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“, საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს.