12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს – ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. მოძრაობა გზაზე შეწყდა. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რომელმაც ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა, აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანზე ადამიანების, ტვირთების და ტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. თუმცა ბაქოს აზრით, ეს შეთანხმება უკვე მრავალჯერ დაირღვა.
42° პარალელი