კვლევის პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარმა“ ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა საქართველოს ორ რეგიონში – კახეთსა და აჭარაში ჩატარდა. როგორც „საფარში“ აცხადებენ, კვლევის მიხედვით, ეკონომიკურ ძალადობას ძირითადად სისტემატური ხასიათი აქვს და მის გავრცელებას სხვადასხვა სტერეოტიპული შეხედულებები უწყობს ხელს.

მათივე თქმით, გამოკითხული ქალების 25% ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. საფარის წარმომადგენლის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო ხშირად განიცდიან აღნიშნული ტიპის ძალადობას, ვინაიდან მათ ბევრ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ.