საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგები წარადგინა. 2023 წლის სამი ფართომასშტაბიანი კვლევა – მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საკითხს, მესამე თაობის სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესისა და სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასებას მოიცავს – ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე დასრულებული არ არის, თუმცა, ძირითადი მიგნებები გამოკვეთილია. პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო.
შეგახსენებთ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანი სამეცნიერო კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერაა.