„მარტოობა ხანდაზმულებში“- ამ სახელწოდების ანალიტიკური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. მიზანია საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ხანდაზმულობის ასაკში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკფაქტორების შესამცირებლად. სამიზნე ჯგუფია 65-85 წლის ასაკობრივი კატეგორია.
კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და 1 000-მდე რესპონდენტი გამოიკითხა. ღონისძიება გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა.