სურსათის შენახვის და რეალიზების წესების დაცვა წელსაც გამოწვევად რჩება.
ბოლო თვეებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები არასახარბიელოა. შემოწმება ათეულობით ობიექტის დროებით დახურვით და ასეულობით შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაციის შეჩერებით დასრულდა. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ყველაზე მეტი დარღვევა ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებში გამოვლინდა. სტანდარტების და წესების იგნორირება ინფექციურ კლინიკებში მიმართვის მაჩვენებელი აისახა. ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად რისკები კიდევ უფრო იზრდება.