კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ინტერპარტიული ფორმატი განაახლა
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მომუშავე კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ინტერპარტიული ფორმატი განაახლა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, დღევანდელ შეხვედრაზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომელიც საარჩევნო საკითხებს უკავშირდება.
ოპოზიციური პარტიების წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს და ის ცვლილებებს საჭიროებს. საბჭოს წევრების განცხადებით, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციის გათვალისწინებით საკუთარ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და დოკუმენტს პარლამენტს წარუდგენენ.