მიმდინარე წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა საცხოვრებელი ბინებიდან 1390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს. საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე. თბილისის ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკაში პირველ ადგილზე ისანი-სამგორი და ვაზისუბანია, ამ უბნებში სპეციალისტებმა ყველაზე მეტი დემონტაჟი მოახდინეს. „თბილისი ენერჯი“ მოსახლოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები ყველამ დაიცვას.