კურიერების აქცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კომპანია „ვოლტის“ გაფიცულმა კურიერებმა აქცია გამართეს. მათ დავის გადასაწყვეტად და კოლექტიური მოლაპარაკებისთვის, პროცესში მედიატორის სწრაფად დანიშვნის მიზნით, საქართველოს პრემიერს დახმარება სთხოვეს. აგრეთვე გაფიცული კურიერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, იყვნენ სოლიდარული მათ მიმართ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შეწყვიტონ კომპანია „ვოლტიდან“ შეკვეთების გამოძახება.