„ვოლტის“ კურიერების აქცია

ამ წუთებში, „ვოლტის“ კურიერების აქცია იმართება „ვოლტ ჯორჯიას“ ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ კომპანიის ხელმძღვანელობას საკუთარ მოთხოვნებს. კურიერები ანაზღაურების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მოლაპარაკების გამართვას, ასევე „ვოლტ ჯორჯიას“ დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ჯაკობიას გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ კომპანიიდან გამოეხმაურნენ. მათი შეთავაზებაა, რომ დიალოგის რეჟიმში მოხდეს საკითხის გადაწყვეტა, შეხვედრები კი მომდევნო კვირაში დაიგეგმება.