კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ის დაზიანებული არ არის. მათივე განცხადებით ტაძრის წინამძღოლთან მოხდება შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შელესილი ადგილების გათავისუფლება, ან სამუშაოების გაგრძელება. ადგილზე პირველად მოკვლევას ჩაატარებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები, მოგვიანებით კი, სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩაატარებს ინსპექტირებას.

აღნიშნული კოშკი 1972 წელს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, რომანოზის ინიციატივითა და შემწეობით განახლდა.