შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ფიზიკურ სამუშაოებს არქეოლოგიური ჯგუფი უახლოეს პერიოდში შეუდგება.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ზედამხედველობით წარიმართება.

სამუშაოები 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, რისთვისაც 25 000 ლარია გამოყოფილი.