ავარიულობის გამო რეაბილიტაციას საჭიროებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე კულტურის სახლის შენობა. მხატვრული ელემენტების სიმდიდრით გამორჩეული ნაგებობა ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას ამ დრომდე იპყრობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, გეგმა ითვალისწინებს ტერიტორიის კეთილმოწყობასაც.