ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მარშრუტების უფასო მობილური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც ხელმისაწვდომია Android /IOS პლატფორმებისთვის. აპლიკაციაზე ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტებია დატანილი, რომლებსაც უახლოეს პერიოდში ორი ახალი მარშრუტი დაემატება. აღნიშნულ სიახლესთან ერთად, კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, კულტურის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.