საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამი ახალი კონკურსი გამოაცხადა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაფინანსდება დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული კინოს, კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე საბავშვო მუსიკალური და საბალეტო სპექტაკლების დადგმა.
განაცხადები კულტურის სამინისტროში 21 მარტამდე მიიღება, კონკურსის შედეგებს კი სამინისტრო 3 აპრილს გამოაცხადებს.