კულტურის მინისტრმა ხუთი ახალ კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. კონკურსები გამოცხადდა მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის, პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის, ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების, საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების, სახვითი და ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობის მიმართულებით თბილისსა და რეგიონებში.
საკონკურსო განაცხადები მიიღება დღეიდან 14 მარტის 12 საათამდე.