კულტურის მინისტრმა ოთხი ახალი კონკურსი გამოაცხადა. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება წელს ისევ დააფინანსებს კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების წარმოდგენილ პროექტებს, სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლებას, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სამუზეუმო დარგში საიუბილეო წიგნ-ალბომების გამოცემას.
სამუსიკო სასწავლებლებში განახლდება ინსტრუმენტები. სამინისტრო ოთხივე კონკურსს 2021 წლიდან ატარებს. საკონკურსო განაცხადები 25 მარტამდე მიიღება. გამარჯვებული პროექტები სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოცხადდება.