კულტურის მინისტრის განცხადება გელათის მონასტერზე

გელათში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გუმბათიდან ფრესკის ნაწილის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა თეა წულუკიანი. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კულტურის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ ხარაჩოზე გადაადგილებისაგან და ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც გელათია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უკვე მიიღო ზომები, რომ უცხო პირების გადაადგილება ხარაჩოზე აიკრძალოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იუნესკოსთან მოლაპარაკებების საფუძველზე, ივლისში საქართველოში ჩამოვა იტალიელი სპეციალისტი, რომელიც შეისწავლის გელათზე   არსებულ მდგომარეობას და გადახურვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მოამბე