კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია წარუდგინა.
წულუკიანის თქმით, კახა სიხარულიძე იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, სოსო გიორგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას უხელმძღვანელებს, იოსებ ბაღათურია კი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.