საიას მოთხოვნასა და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს კულტურის მინისტრი. ახალგარზრდა იურისტთა ასოციაციამ, „ქონების ეროვნულ სააგენტოში“, შპს „ინთერნეიშენალ ივენთის“ წინააღმდეგ განცხადება შეიტანა და მიხეილ გიორგაძის კომპანიასთან კავშირზე მიუთითა.
შპს-ს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, 49-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული, თუმცა იურისტები აცხადებენ, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. გარდა ამისა, საიას შეკითხვები კომპანიის არსებულ დავალიანებაზე აქვს, რომელიც მათი განცხადებით, 2018 წლის თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, ორ მილიონ ლარს აჭარბებს.