პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანს მოუსმენენ. კულტურის მინისტრის რანგში, დეპუტატების წინაშე ის პირველად წარდგება. თეა წულუკიანი წლიურ ანგარიშს წარადგენს და კანონმდებლებს სამომავლო გეგმებს გააცნობს.
მინისტრის გამოსვლის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დეპუტატები მინისტრს იმ პროექტებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს, რომლის განხორციელებასაც მისი უწყება აპირებს. მსჯელობის თემა გელათის მონასტრისა და კულტურის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც იქნება.