კულტურის ცენტრ “მუზაში" კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილზე გადაღებული ფილმის პრემიერა შედგა
კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილზე გადაღებული ფილმის პრემიერა კულტურის ცენტრ “მუზაში” შედგა. სურათის ავტორი ჟურნალისტი და რეჟისორი თათია პაჭკორიაა. მთავარი გმირი თავად კომპოზიტორია და ნამუშევარი მის შემოქმედებით ცხოვრებას ასახავს.
1959 – 1962 წლებში ნუნუ დუღაშვილი მუსიკალურ რედაქტორად კინოსტუდიაში მუშაობდა. მას მსმენელი “ქუთაისო”, “იმერეთის ნიავი”, “ღმერთი სიყვარულისა” და სხვა პოპულარული სიმღერებით იცნობს.