საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის კულინარიული კონკურსი გაიმართა. კონკურსი თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯ „იკაროსის“ ინიცირებითა და ჩართულობით, საქართველოს განათლების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებითა და კერძო სექტორის მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანი კულინარიის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციაა, რომელიც ხელს შეუწყობს წარმატებული სტუდენტების წარმოჩენას დამსაქმებლის წინაშე.