ესპანეთი რეგულაციებს ამკაცრებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღია სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა. ესპანეთში მოსახლეობის 80% აცრილია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში, ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს.