ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მძიმე ტალღა ახლოვდება. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია დაწესებული რეგულაციების მკაცრად დაცვა. მასიური გავრცელების ერთ-ერთი კერა სამთო-სათხილამურო კურორტებია, სადაც დასასვენებლად წასულ მოქალაქეებში პირბადის გამოყენებაც ნაკლებად ხდება და სოციალური დისტანციის დაცვაც. ბოლო პერიოდში დაინფიცირებული ადამიანების დიდ ნაწილს, სწორედ სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ბაკურიანში და რამდენად ემორჩილებიან მოქალაქეები კოვიდრეგულაციების პროტოკოლს.