„კოვიდ-19-“ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი საბუთების დამზადების ფაქტი გამოავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ოთხმა ბრალდებულმა მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი.