„კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი

ცოტა ხნის წინ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა – კოვიდ 19“ ქუთაისის კლინიკაში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდასტურდა. ოთხი დღის წინ საფრანგეთიდან ჩამოსული მოქალაქის კონტაქტები დგინდება. ამ ფაქტის ჩათვლით, ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში სამი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. დღის განმავლობაში ოთხით გაიზარდა და ახლა 14-ს შეადგენს გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა.

საიმედო პროგნოზია მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ინფიცირების წყაროს დადგენის მხრივ, რაც ინფექციის შიდა გადადების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში რამდენიმე მაღალტექნოლოგიურ, მათ შორის გენეტიკურ კვლევასაც ატარებენ, რის შემდეგაც ზუსტ კვალზე უნდა გავიდნენ.

კვირის ბოლომდე ქვეყანაში ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს ელოდებიან. იმ კომპანიასთან კი, რომელსაც 200 000 ასეთი ტესტი უნდა მოეწოდებინა, აღმოჩენილი ხარვეზის გამო, ხელშეკრულება გაუქმებულია.