ხმელეთზე და კიბერსივრცეში ბრძოლასთან ერთად გლობალური დაპირისპირება კოსმოსში ინაცვლებს.
კოსმოსურ რბოლაზე გავლენა კიბერსივრცეში ტექნოლოგიების განვითარებამ მოახდინა, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა გეოპოლიტიკური ფაქტორი. ღია სივრცეში კონკურენცია, ისევე როგორც ხმელეთზე, ორ ბანაკადაა დაყოფილი, ერთი მხრივ აშშ და მისი მოკავშირეები, მეორე მხრივ – რუსეთი და ჩინეთი. ორივე ბანაკი ერთმანეთს კოსმოსის მილიტარიზაციაში ადანაშაულებს. ღია სივრცეში გლობალურ ძალებს შორის კონკურენციის გაზრდას უკრაინის ომმაც შეუწყო ხელი, რადგან დაპირისპირებული მხარეები კოსმოსიდან სადაზვერვო ინფორმაციას აქტიურად იღებენ.