კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება 

მესამე ტალღის საფრთხე იზრდება.

ორი თვის შემდეგ პირველად კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 700-ს მიუახლოვდა. მომატებულია იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებიც კლინიკებში მკურნალობენ. ბოლო დღეებში მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ვაქცინაციის დაბალი ტემპის, პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირების და მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. ინფიცირებულთა რაოდენობის მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბოლო პერიოდში გახშირებული და კანონდარღვევით მოწყობილი სოციალური ღონისძიებები და წვეულებები სახელდება. მესამე ტალღის და ხელახალი შეზღუდვების ამოქმედების პრევენციისთვის რეგულაციების აღსრულების კონტროლი მკაცრდება.