კორონავირუსით ინფიცირებული მეორე გარდაცვლილი. 81 წლის ქალბატონი „კოვიდ 19“-ის დიაგნოზითა და რამდენიმე თანდართული დაავადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის აქ თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან კრიტიკულ მდგომარეობაში, ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს. სულ კი კლინიკაში ამ დროისთვის 53 პაციენტი მკურნალობს, მათგან 40 კოვიდინფიცირებულია.
მარიკა შალიკაშვილმა მოისმინა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადება და ბოლო ინფორმაციით, ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება – რა განმარტებები გააკეთა ლევან რატიანმა გარდაცვლილთან დაკავშირებით, ხომ არ რჩება კლინიკაში სხვა მძიმე პაციენტი?