კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი მსოფლიოში, ლათინური ამერიკა პანდემიის ეპიცენტრია - ბრუნდება თუ არა ეპიდემია და ემუქრება თუ არა სამყაროს ეპიდემიის მეორე ტალღა
საქართველოსგან გასხვავებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა რამდენიმე ქვეყანაში.
ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა გერმანიაში, სადაც ახალი კორონავირუსი ხორცის საწარმოს 1500-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ის მეორე ტალღაზე ალაპარაკდნენ სამხრეთ კორეაში. ნიდერლანდებში კი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით მოწყობილი საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ყველაზე რთული ვითარება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა, სადაც „კოვიდ-19“-ის უკვე 2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი.
პანდემია უკან არ იხევს, ვითარება კვლავ უარესდება, – ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილი.