კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი მსოფლიოში, ლათინური ამერიკა პანდემიის ეპიცენტრია – ბრუნდება თუ არა ეპიდემია და ემუქრება თუ არა სამყაროს ეპიდემიის მეორე ტალღა

21:41, 22.06.2020

საქართველოსგან გასხვავებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა რამდენიმე ქვეყანაში.

ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა გერმანიაში, სადაც ახალი კორონავირუსი ხორცის საწარმოს 1500-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ის მეორე ტალღაზე ალაპარაკდნენ სამხრეთ კორეაში. ნიდერლანდებში კი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით მოწყობილი საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ყველაზე რთული ვითარება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეა, სადაც „კოვიდ-19“-ის უკვე 2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი.

პანდემია უკან არ იხევს, ვითარება კვლავ უარესდება, – ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილი.

მსგავსი