ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 14 ათასზე მეტი ადამიანი. პეკინში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. საგანგებო ზომებს მიმართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. მიუხედავად ძალისხმევისა, ვირუსის შემთხვევები მატულობს. დღეს ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.