კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

18:19, 02.02.2020

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 14 ათასზე მეტი ადამიანი. პეკინში აცხადებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. საგანგებო ზომებს მიმართავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. მიუხედავად  ძალისხმევისა, ვირუსის შემთხვევები მატულობს. დღეს ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი