კორონავირუსის შემთხვევა აშშ-ში

კორონავირუსის შემთხვევა აშშ-ში.  გარდაცვლილია 60-წლამდე ასაკის ქალი ვაშინგტონის შტატში. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორნავირუსით დაავადებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დაავადების გავრცელების გამო, ქვეყანამ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებთან, ირანთან და სამხრეთ კროეასთან მიმოსვლა გაამკაცრა. ამასთან, იტალიაში ფრენა შეწყვიტა თურქულმა ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსმა“. იტალიაში კორონავირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი კი 1100-ს აჭარბებს. ქვეყნის სამ რეგიონში სასწავლო დაწესებულებები მომავალ კვირაშიც დახურული იქნება. 100 ინფიცირებულია საფრანგეთში, სადაც დახურულ დაწესებულებებში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აიკრძალა. კერძოდ, აიკრძალა დახურულ დაწესებულებებში ღონისძიებები, რომელშიც ხუთი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოს მეზობელ სომხეთში. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ვირუსი აღმოაჩნდა სომხეთის მოქალაქეს 29 წლის მამაკაცს, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა.