კორონავირუსის გამო საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში კონტროლის გამკაცრებაა მოსალოდნელი.
ირანისა და ჩინეთისგან გასხვავებით, ამ ეტაპზე იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. იტალიაში, რომელიც ახლა დაავადების კიდევ ერთი ეპიცენტრია, ბოლო 24 საათში დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. სწორედ იტალიიდან ჩასულ მოქალაქეებს უკავშირებენ ინფიცირების პირველ შემთხვევებს ავსტრიაში, კანარის კუნძულებზე და ხორვატიაში. დამაიმედებელი არ არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზი. ცალკეულ ქვეყნებში ეპიდაფეთქებების ფონზე ორგანიზაციაში უკვე ღიად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მსოფლიო შესაძლოა პანდემიის საფრთხის წინაშე დადგეს.