კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა. პაციენტებიდან ერთი თურქეთის მოქალაქე, ტრაილერის მძღოლია, ის მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში გადაიყვანეს, ორი ინფიცირებული საკარანტინო ზონიდანაა, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი პაციენტი სტაციონარში ამ წუთებში გადაჰყავთ.
გუშინ, 28 აგვისტოს, ბათუმში შვიდი პაციენტი განიკურნა ვირუსისგან. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის სულ 27 პაციენტი მკურნალობს.