კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა ბათუმში

12:11, 29.08.2020

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა. პაციენტებიდან ერთი თურქეთის მოქალაქე, ტრაილერის მძღოლია, ის მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში გადაიყვანეს, ორი ინფიცირებული საკარანტინო ზონიდანაა, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი პაციენტი სტაციონარში ამ წუთებში გადაჰყავთ.

გუშინ, 28 აგვისტოს,  ბათუმში შვიდი პაციენტი განიკურნა ვირუსისგან. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის სულ 27 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი