კორონავირუსის მეხუთე ტალღა ირანში

თეირანსა და ახლომდებარე პროვინციაში ლოკდაუნი გამოაცხადეს. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ირანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულად მოიმატა. ჩაკეტვის შემდეგ, ირანის დედაქალაქსა და მიმდებარე პროვინციაში მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების პროდუქტების მაღაზიები იმუშავებს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ირანი კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის. ასევე ფართოდ გავრცელდა ე.წ. დელტა შტამი. „ფრანს პრესის“ ცნობით, ირანში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამჟამად 83 მილიონი ირანელიდან აცრილია სულ 2,3 მილიონი ადამიანი.