ქვეყნის კიდევ ერთი გამოწვევა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის სახით. ბოლო 24 საათში ამ სახეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.
დაავადებულთა ყველა კონტაქტი იზოლაციაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ორმაგი მუტაციის და სწრაფი გადადებით გამორჩეულმა შტამმა საქართველომდეც მოაღწია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეგულაციების გამკაცრებას არ გეგმავს. ძალაში რჩება ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა. არის თუ არა ვაქცინა ახალი შტამის მიმართ ეფექტური – კვლევები ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში ეფექტურობის ოდნავ შემცირებული მაჩვენებელი დადასტურებულია.
დამაიმედებელი პროგნოზები არსებობს ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ჩინურ „სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ დაკავშირებითაც.