23 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით, ვირუსის დიაგნოზი 280 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა. 6 000-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატებია ექვს მილიონამდე შემთხვევით, მეორე ადგილზე კი ბრაზილიაა, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.