კორონავირუსი ყოველდღიურად მძიმედ აისახება ეკონომიკაზე.
გლობალური გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას. ნეგატიური ეფექტების შესაკავებლად მზადდება ქართული ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმის მონახაზი, რომელიც დღეს ბიზნესმენებთან უკვე შეთანხმდა. ცალკეულ ქვეყნებთან ავია-მიმოსვლის შეჩერების და ტურისტთა ნაკადის მკვეთრი შემცირების გამო ყველაზე რთულ მდგომარეობაში ტურისტული სექტორია. სწორედ ამ სფეროს წახალისებასა და დახმარებაზე გაკეთდება აქცენტი ანტიკრიზისულ გეგმაში.
სწორედ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო რყევები გრძელდება სავალუტო ბაზარზეც. ლარი დღეს კიდევ 7 პუნქტით გაუფასურდა. არ არის გამორიცხული, რომ კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შესამცირებლად ბიუჯეტის კორექტირება გახდეს საჭირო.