ყოველდღიურად სულ უფრო საგრძნობი ხდება კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები.
ლარის კურსი ბოლო ერთ დღეში კიდევ გაუფასურდა, რასაც ეროვნული ბანკი სწორედ „კოვიდ-19“-ს და ნავთობის ფასის მკვეთრად დაცემას უკავშირებს. ცენტრალური ბანკი პროვესებში ხელოვნურად ჩარევას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ ლარის დევალვაცია ინფლაციაზე აისახება. შექმნილ ვითარებაში სპეციალისტები მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან ანტიკრიზისულ გეგმას და იმ სექტორების დახმარებას ითხოვენ, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა ყველაზე მეტად აზარალებს. დახმარებაში ძირითადად საგადასახადო შეღავათები იგულისხმება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ტურისტული ინდუსტრიაა.