კორონავირუსი - ვითარება იმერეთში

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული 24 სთ განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1768 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და მათგან მხოლოდ 27 პასუხია დადებითი. გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი ე.წ. ოქროს ბირჟას უკავშირდება. ნაწილი თვითიზოლაციაში მყოფი პირია. ნაწილი შემთხვევის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

გუბერნატორის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ამ დროისთვის იმერეთის კოვიდცენტრებში 301, ხოლო სასტუმროებში 77 კოვიდინფიცირებულია.ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დღეიდან უსიმპტომო პაციენტების მართვა ბინაზე დაიწყება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი კოვიდინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებაში არ მიუღიათ და ამ დროისთვის მკურნალობას 54 პაციენტი გადის.