ახალი შემთხვევებიდან იმერeთში 147 დადასტურდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 60 წლის ექიმი გარდაიცვალა. მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება გამოუვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.