საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. ტესტირების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პატრიარქის მდივან-რეფერეტს, შორენა თეთრუაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის გამო, ტესტირება ჩაუტარდა ილია მეორეს. დეტალურ ინფორმაციას საპატრიარქოში და მთლიანად ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგების შესახებ, გიორგი კობერიძე გაგვაცნობს.