ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან მიღებული პასუხი რვა პაციენტს კორონავირუსს არ უდასტურებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის თქმით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუყვანიათ, თუმცა მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გამო, რამდენიმე მოქალაქეს კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. მათ დღის განმავლობაში აუღებენ შესაბამის ანალიზებსა და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.