კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

 სკოლები მარტამდე იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება. ანალოგიური მიდგომა იმოქმედებს ტრანსპორტთან დაკავშირებითაც. ამ დროისთვის კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6 %-ის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 000-ზე მეტი ტესტიდან კორონავირუსი 1 006 ადამიანს დაუდასტურდა. სწორედ კორონავირუსი სახელდება მთავარ მიზეზად, რის გამოც საქართველოში სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებელი გაზრდილია. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკა წლიდან წლამდე სტაბილურად მცირდებოდა.