საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მატება ფიქსირდება – დღეს 158 ახალი კოვიდპაციენტი გვყავს. 24 საათის განმავლობაში ამ რაოდენობის ინფიცირებულები ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ დაფიქსირებულა.
158 შემთხვევიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული წითელ ზონას, ანუ აჭარას უკავშირდება, 28 კოვიდდადასტურებული პირი სამეგრელოში გამოვლინდა, 19 იმერეთში, ექვსი გურიაში, 18 კი თბილისში. ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, სპეციალისტები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
თამარ ნადარეიშვილის სიუჟეტი.